Saturday, October 1, 2016

მეცხრე დღე

ძალიან ვწუხვარ რომ ტრენინგი დამთავრდა. ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. ბევრი რამ ვისწავლეთ და მისი გამოყენება გაკვეთილებზე ეფექტური იქნება. მადლობა მანანა მასწავლებელო ასეთი დაუღალავი შრომისთვის, იმედია კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. თქვენი ეს შემართება გადამდებია და შევეცდებით აქ მიღებული ცოდნით მოსწავლეთა მოტივაცია გავზარდო. რაც მისაბაძია. პრეზენტაციაც ძალიან საინტერესო იყო.

Sunday, September 25, 2016

მერვე დღე

დავასრულეთ პროცედურებზე მუშაობა. გადავხედეთ გეგმებს შევავსეთ .პორთფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.

Saturday, September 24, 2016

მეშვიდე დღე

დავასრულეთ პროცედურები. გნვიხილეთ პრეზენტაცია გარდნერის თეორიის შესახებ და შევქმენით დიფერენცირების კითხვარი.შევქმენით ხარაჩო-პრეზენტაციის შაბლონი.გავეცანით რესურსებში მხარდაჭერის ნიმუშებს.დავალება:ბლოგზე ვაკეთებთ კო,მენტარებს და ვუგზავნით ერტმანეთს.

Sunday, September 18, 2016

მეექვსე დღე

წავითხეთ დავალებები. შევედით ვიუვერში და გადავედით რესურსებში.ვიხილეთ ნიმუშები. შევედით პორთფოლიოს შეფასების რუბრიკებში, გავეცანით კრიტერიუმებს, რომლებითაც ვაფასებთ ჩვენს პროექტს.დავალება-პროცედურების დაწერა.

Saturday, September 17, 2016

მეხუთე დღე

განვიხილეთ  ლავალებები , ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე, მოსწავლის ნაცვლად შევქმენით ნაშრომი. გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ. ვისწავლეთ სურათებისა და მისამართების დაკოპირება და საჭირო დოკუმენტებში გადატანა. მივიღეთ დავალება.

Sunday, September 11, 2016

მეოთხე დღე

მეორე მოდულის მესამე აქტივობის ხუთ მიზანს . თითოეული მიზნისათვის ავირჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები. დავალებად - თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასრულება, მიზნებს შევურჩიეთ აქტივობები,შევქმენით ვიცი/ მინდა ვიცოდე/ვისწავლე დიაგრამა.